ჩვენს დღევანდელობაში მოდურ რიტუალად იქცა სილამაზის კონკურსების მოწყობა. სილამაზის კონკურზებუ ტარდება უმაღლეს სასწავლებელებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებშიც კი. მონაწილეებს მთელი ძალისხმევით ასწავლიან თუ როგორ მოახდინონ სხეულის დემონსტრირება, მასზე სამოსის მორგებით თუ შიშვლად.
მშობლები ენერგიას და ფულს არ ზოგავენ მიეხმარონ შვილებს ასეთ კონკურსებზე წარმატების მიღწევაში.
ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ბოლო დროის წმ. მღვდელთმთავარის ნიკოლოზ სერბის (ველიმიროვიჩი) სწავლებას: "თქვენ სიხარულისაგან აღტაცებული მამცნობთ, რომ თქვენი ქალიშვილი სილამაზის დედოფლად აირჩიეს და თითქოს ჩემს მოლოცვას ელით. მე ამის შესახებ დაწერაც კი მრცხვენია და მოლოცვის მაგივრად თქვენდამი ჩემს ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავ.
რატომღაც თქვენ წერილში კიდევ მწერთ: "ჩემს ქალიშვილს, როგორც განათლებულ გოგონას, ეს ძლიერ სიამოვნებს”. რა ვთქვათ განათლებულთა და გაუნათლებელთა შესახებ ჩვენს დროში? თანამედროვეობის მრავალ სხვადასხვა კრიზისთა შორის, განათლების კრიზისი – ერთ-ერთი უმთავრესია. ვინ იცის, ვის შეიძლება ეწოდოს განათლებული?! ვიღაც ქალაქელ ქალბატონს, თუ მორცხვ, სოფლელ მწყემს გოგონას? აქ საერთო აზრამდე მისვლა ძნელი იქნება მანამ, ვიდრე არ გავარკვევთ განათლების შინაარსს და ხალხთან ერთად არ ვიტყვით, რომ განათლებულია ის, ვინც არ ჰკარგავს სახეს და იცავს ღირსებას. ხოლო ვისაც ღირსება არ გააჩნია, არ შეიძლება, განათლებული იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს და რა ცოდნაც არ უნდა დააგროვოს მან.
ჩვენს სერბულ სოფლებში სილამაზეზე ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, ხოლო ზნეობაზე კი – ხმამაღლა. ეს ღრმა ხალხური ცნობიერებიდან გამომდინარეობდა, რომ სილამაზე – რაღაც წარმავალია და ადამიანისგან დამოუკიდებელი, ხოლო ხასიათი მუდმივია და ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. გსმენიათ ხალხური სიმღერა ქალწულ მილიცაზე: "ო, მე არა ვარ ჯადოქარი, ღრუბლები რომ გავფანტო, მე ქალწული ვარ, თავს უნდა ვუფრთხილდებოდე!”
სილამაზის დედოფლის არჩევა ძველ ლათინელ ხალხთა აღორძინებული ადათი გახლავთ. არსით ეს სხვა არაფერია, თუ არა კარგად შენიღბული თეთრი მონებით ვაჭრობა. თქვენთვის ცნობილია ასეთ ლამაზმანთა ბედი? ის საშინელია! ქორწინებები ჯვრისწერის გარეშე, უკანონო ბავშვები – საწყალი ბავშვები! – განქორწინებათა სენსაციური პროცესები, თვითმკვლელობანი. აი ის გზა, რომლითაც ყველაზე ხშირად მიდიან სილამაზის დედოფლები! ნუთუ თქვენი ქალიშვილიც?!. უმჯობესი იქნება, მას წასაკითხად მისცეთ მამამისის გმირულად დაღუპვის შესახებ – მთა ცერზე, ვიდრე გამოიყვანოთ იგი ამ საბაზრო და სახიფათო სპექტაკლზე. ვინ დაგიდგებათ თავდებად, რომ თქვენი სიხარული მალე ღრმა მწუხარებითა და სირხვილით არ შეიცვლება, ისეთი სირცხვილით, რომლისგანაც დღის სინათლისაგან სახეს დამალავთ? ხოლო მეტად გასტანჯავს თქვენს გულს.
ყველა ცდუნებათა შორის, რომელნიც კი ადამიანს მართებს, რომ გადალახოს, სილამაზე – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, წმიდა დიდმოწამე ეკატერინემ და ბარბარემ, ანასტასიამ და პარასკევამ და მრავალმა სხვამ გადალახეს იგი, რადგანაც სხვა სილამაზე შეიმეცნეს, ის რომელიც ფიზიკურზე ძვირფასია. მაგრამ შესძლებს კი თქვენი ქალიშვილი მის გადალახვას, რომელიც სულიერ მზერას არ ფლობს, რომელიც ნებით წავიდა ამ ბაზრობაზე? დაე, ძლიერი ღმერთი დაეხმაროს მას! მაგრამ სილამაზეს ისევე როგორც სიმდიდრეს, და უფრო მეტად, ვიდრე – სიმდიდრეს, ქედმაღლობამდე მივყავართ, ქედმაღლობა კი – ტახტია, რომლიდანაც გადმოცვენილნი აუცილებლად ჯოჯოხეთის უფსკრულში ცვივიან.
ამერიკელმა კინოვაჭრეებმა მოიგონეს უფრო მეტი მოგების მიზნით, რომ იუდა-გამცემი ყველაზე ლამაზი იყო თორმეტ მოციქულს შორის. ეს, რათქამუნდა, არაფრით არის დამტკიცებული, გარდა უიდას სიკვდილით. თქვენ უეჭველად გსმენიათ, რომ მისი სიკვდილი მრავალი თანამერდოვე სილამაზის მეფისა თუ დედოფლის სიკვდილის მსგავსი იყო, ამ "ლამაზმა” იუდამ უფლის ძის გაცემის შემდგომ "დააბნია ვერცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა” [მათ. 27, 5].
მისთვის, ვინც ღრმად შევა ეშმაკის ბილიკით, უკან მობრუნება ძნელია. რა გირჩიოთ?! რით შეიძლება მალე გაათხოვოთ თქვენი ქალიშვილი, რაც უბრალო იქნება სასიძო, მით უკეთესი, გააყოლეთ ვინმე მცხობელს ან კონდიტერს (რა თქმა უნდა, თუკი ღვთისმოსავი ადამიანი არ შეუშინდება ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას). მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კანონიერი შვილიშვილებისა და უფლის კურთხევის იმედი იქონიოთ. თავისი ძალით შემოქმედს ძალუძს, დაიცვას ადამიანი მოლიპულ გზაზე დაცემისაგან, რომელსაც იგი უმეცრებითა თუ უძლურებით მიუყვება. დაე, დაგეხმაროთ იგი თქვენ და მათაც, ვინც ყველაზე ძლიერ გიყვართ ქვეყანაზე – თქვენს შვილებს!”