იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი -იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის განაპირას. გეგმით თავისუფალი ჯვრის ტიპის შენობის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვით. საკურთხევლის აფსიდა და სამი უაფსიდო მკლავი უშუალოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ძეგლის უმთავრესი თავისებურებაა ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათი, რომელიც შიგნიდან რვაწახნაგაა, გარედან კი - ჩამოთლილკუთხეებიანი მასიური კუბის ფორმისა. მკლავები მოკლეა, გარეთ დავიწროებული. გუმბათის ყელი ფართო და მძიმეა. მორთულობა ძუნწია, ერთადერთი სამკაულია გუმბათის ყელზე სამი სხვადასხვა ზომის სადა ჯვარი. დასავლეთიდან ტაძრის ერთ-ერთი შესასვლელის წინ. მოგვიანებით "საქალებო" მოუშენებიათ.