საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




მთავარი » მასალის არქივი
მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.

მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1768 | დაამატა: ksovrela | თარიღი: 25 თებ 2010 | კომენტარი (0)

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი -იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის განაპირას. გეგმით თავისუფალი ჯვრის ტიპის შენობის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებული ქვით. საკურთხევლის აფსიდა და სამი უაფსიდო მკლავი უშუალოდ უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს. ძეგლის უმთავრესი თავისებურებაა ტრომპებზე დაყრდნობილი გუმბათი, რომელიც შიგნიდან რვაწახნაგაა, გარედან კი - ჩამოთლილკუთხეებიანი მასიური კუბის ფორმისა. მკლავები მოკლეა, გარეთ დავიწროებული. გუმბათის ყელი ფართო და მძიმეა. მორთულობა ძუნწია, ერ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1501 | დაამატა: ksovrela | თარიღი: 25 თებ 2010 | კომენტარი (0)

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.
ათეისტური ხელისუფლების დროს სამონასტრო ცხოვრება XX ს-ის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით. ამჟამად მონასტერი სამთავისისა და გორის ეპარქიის შემადგენლობაშია, სადაც კეთილმოწესეობს ბერდიაკონი დამიანე (ხუფენია).
აქ არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია: ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომლისწინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
კანკელზე ხეზე შესრულებული ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 2138 | დაამატა: ksovrela | თარიღი: 08 თებ 2010 | კომენტარი (0)

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა


ქსოვრელა © 2024